არჩევნები 2019

მელია: არ ვაპირებ, განხეთქილებით გავახარო ივანიშვილის გუნდი და რამდენიმე ოპოზიციონერი

ნამდვილად არ ვაპირებ, შუა გზაზე მივატოვო ბრძოლა და ამით გავახარო მოწინააღმდეგეები, გავახარო ის ძალა, რომელიც მიმაჩნია, რომ ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ქვეყანას... არ ვაპირებ, რომ 2019 წელს, 2020 წელს გავუკეთო ასეთი დიდსულოვანი საჩუქარი ივანიშვილის გუნდს, ამიტომ ვარ იქ, სადაც ვიყავი, მეგობრებთან ერთად, მხარდამხარ ჩემს გულშემატკივრებთან და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ვისშიც არის დაუოკებელი სურვილი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

სკანდალი არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც არ არის. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, არის, ნიკა მელია არასდროს არ ყოფილა აქციების წინააღმდეგი. თუ ვინმე ყოფილა წინა ხაზზე, ერთერთი ვიყავი მე. 

ნამდვილად არ ვარ მოწადინებული, გავახარო არამხოლოდ ქართულ ოცნებაში ადამიანები განხეთქილებით, მათ შორის, არ მინდა გავახარო თუნდაც ოპოზიციურ ორბიტაზე რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც ალბათ სიამოვნებით იფშვნეტენ ხელებს, რომ ის კონფლიქტი, რომელიც მოგონილია, ჩემსა და სააკაშვილს შორის, იყოს სახეზე

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია იმედის ეთერში. ცნობისთვის, ნიკა მელიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა არ უნდა გააკეთონ "ფუჭი განცხადებები", რომელიც დააზიანებს ოპოზიციურ მოძრაობას.

კომენტარები