არჩევნები 2019

კობახიძე: შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია, ლადო კახაძე გაამდიდრებს პარლამენტს

ნაკლებმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ჩვენ პირველ ტურში ვერ მოვახერხეთ გამარჯვების მიღწევა. თუმცა, ვინც ერკვევა საარჩევნო სპეციფიკაში და ვისაც შეუძლია სიღრმისეულად გაანალიზოს ის შედეგი, რომელიც დაიდო მთაწმინდის ოლქში, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტურში ჩვენ არ გაგვიჭირდება არჩევნების მოგება. ჩვენც გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული და ვართ თავდაჯერებული, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქაც არის დამოკიდებული ყველაფერი საზოგადოებაზე, მთაწმინდის მოსახლეობაზე.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ლადო კახაძე იქნება გამარჯვებული, თუმცა აქაც გვჭირდება, რა თქმა უნდა,  სრული მობილიზაცია და კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს.

შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში. ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს და დარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე არის ზუსტად ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს პარლამენტს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის გადაცემაში - "პირისპირ". ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები