მდინარაძე: II ტურში მაღალი აქტივობა უზრუნველყოფილი იქნება, ჩვენც ეტყობა, რაღაცა დავაკელით

ოთხი მაჟორიტარული ოლქის გარდა, თბილისში მეორე ტური იყო ყველგან 2016 წელსაც, მაგრამ 2016 წელს ქართულმა ოცნებამ აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაზეა ლაპარაკი? შეიძლება შემეშალოს, დაახლოებით 43 000 ამომრჩეველია მთაწმინდის ოლქში და სულ 15 000 მივიდა ახლა, ამ ერთგვარი ინერტულობის მომენტიც იყო და დაბალი აქტივობის, თორემ სხვა შემთხვევაში ჩემი აზრით, ლადო კახაძეც დამაჯერებლად გაიმარჯვებდა და ეს მაღალი აქტივობა, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფილი იქნება მეორე ტურში. ჩვენც ეტყობა, რაღაცა დავაკელით, როგორც რაღაც სხვა შემთხვევებშიც არის ხოლმე ასეთი მომენტები, მაგრამ საერთო ჯამში, ხელისგულზე იდო ფაქტი, რომ დაბალი აქტივობა იყო, 15 000 ამომრჩევლიდან დიდმა ნაწილმა კი მისცა ხმა და მოიგო არჩევნები ლადო კახაძემ, მაგრამ პირველ ტურში ვერა. მეორე ტურში ეს იქნება უზრუნველყოფილი, დარწმუნებული ვარ ამაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მობილიზაციას გავაკეთებთ, მაგრამ ყველანაირი კანონიერი მეთოდით

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-ის გადაცემაში "არჩევანი". ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები