არჩევნები 2019

კახაძე: მე ვცხოვრობ "არა ავნო რა" პრინციპით, სადაც მე ვიქნები, ვნება არ იქნება

მე ფიცი მაქვს დადებული ექიმის და იქ, ერთერთ პუნქტში ასე წერია - არა ავნო რა. მე ვცხოვრობ "არა ავნო რა" პრინციპით, სადაც მე ვიქნები, ვნება არ იქნება. სხვას ვერ გეტყვით, სხვაზე თავს ვერ დავდებ. ერთი მანდატი შეცვლის თუ არა რამეს? ერთი მანდატი შენების დროს, შეიძლება ერთი აგური რომ დაგაკლდეს, დიდი ვერაფერი იქნება, მაგრამ ერთი გაბზარული აგური რომ ჩაატანო, ის კედელი დაინგრევა. ერთ ხმას შეუძლია დაანგრიოს და ერთ ხმას შეუძლია, არა ავნოს პრინციპიდან უბრალოდ წაადგეს და ვიღაცამ გამოიყენოს სასიკეთოდ კონსტრუქციისთვის, დესტრუქცია ჩემგან არ გამოვა, მე კონსტრუქტორთა რიცხვში ვდგავარ მთელი ჩემი ცხოვრება

მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები