არჩევნები 2019

სააკაშვილი: შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მივიწევთ წინ, ივანიშვილი ხალხს ეზიზღება

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვაიმე ეს მოთქმა რომ ყველაფერი ცუდად არის, რა გვეშველება, საშველი არ არის, უნდა დავივიწყოთ. ბოლო შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენ მივიწევთ წინ. თქვენ გამოკითხვები ნახეთ? პირველად ნაციონალური მოძრაობა გაუტოლდა ოცნებას. NDI-ის გამოკითხვებში ჩვენ 2012 წელს ჩვენ მაგალითად 3/1- ზე ვუგებდით ოცნებას და მერე წავაგეთ. ეს ნიშნავს რომ ხალხი ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს. ახლა ჩვენ მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს მხოლოდ გაიზრდება. ეს ერთი. მეორე, ივანიშვილის რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი და ხალხს ის უბრალოდ ეზიზღება. რა თქმა უნდა ეს არის ის საფუძველი, რაზეც ასევე დადგება ჩვენი გამარჯვება. ჩვენ გავუმართეთ თანაბარი ბრძოლა და პრაქტიკულად არსად არ დავაჩაგვრინეთ თავი და ძალიან მაგარი გუნდი ჩამოყალიბდა და მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ახალი ახალგაზრდა მოვიდა და ნუ აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით, ნიჭიერებით, ინოვაციურობით და ა.შ. 

საქართველოს ყოფილი პრეზინდი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები