გიგა ბოკერია

ბოკერია საქსტატს: თუ გაყალბებაა ბოლომდე იყოს, გაახარეთ ხალხი

თუ "გვახარებთ", ბარემ ბოლომდე "გაგვახარეთ", რა. დაწერეთ, რომ ეკონომიკური ზრდა არის 8%. რომ სიღარიბე საერთოდ აღარ არის. ეს ნახევარზომები რად გინდათ? თუ გაყალბებაა ბოლომდე იყოს, რომ ხალხიც ბედნიერი იყოს. ამიტომ მე გთხოვთ, უკაცრავად სლენგისთვის, რახან უკვე ფეხებზე დაიკიდეთ რეპუტაცია და სტანდარტი, ბოლომდე გამართული და ბედნიერი ციფრები დავწეროთ, არ არის ეს შუალედური ზომები საჭირო. გაახარეთ ხალხი და მითხარით, რატომ არ გვახარებთ ბოლომდე.

გიგა ბოკერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს მიმართავს.

კომენტარები