შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში

შავგულიძე სააკაშვილის მხარდაჭერაზე: მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა

არამარტო მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მრავალმა პოლიტიკურმა პერსონამ გამოხატა ასეთი პოზიცია. ასეთი პოზიცია გამოხატა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ასევე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, ჩვენი გუნდის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, დავით ბერძენიშვილმა და ა.შ. თუ პოლიტიკური პერსონა ჩემს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ამის გამო მხოლოდ მადლობა შემიძლია, ვთქვა. 

"ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხარდაჭერას ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. 

კომენტარები