მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი კრიტიკოსებს: დამამარცხებთ და მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო

ჩვენი ამოცანა არის რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება. მთავარი ამოცანა რა არის ივანიშვილის, ყველა მინუს სააკაშვილი. ე.ი ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას, ხან მეორეს. ნახეთ აი ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სააკაშვილს სანამ არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. აი სააკაშვილს დაამარცხებთ და მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად თქვენ საცოდავებო. ასე რომ ჩვენი ამოცანაა არ წამოვეგოთ ამას, მივყვეთ ბოლომდე საქმეს და გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს.

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებას, რომ ოპოზიციის გამარჯვებას სააკაშვილის ფაქტორი უშლის ხელს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები