მამუკა ბახტაძე

ბახტაძე ქობულიაზე: აუცილებელია მინისტრს ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა არასოდეს დაკარგოს ობიექტურობის განცდა. გოგა ქობულიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული ეკონომიკური დარგების განვითარებაზე, სადაც ფაქტობრივად არ არსებობდა ხედვები, სტრატეგიები, ან იმ დარგებში, სადაც გვაქვს ჩამორჩენა, როგორ შეიძლებოდა მეტი ეფექტურობის, მეტი სამუშაო ადგილების გაჩენა და ა.შ. მეორეს მხრივ, ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვისაც, აუცილებელია, რომ როდესაც ადამიანი არის მთავრობაში და პასუხისმგებელი არის ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მას ჰქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ორწლიანი გეგმა 2019-2020 წლებისთვის და   სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი არის ამ ორი წლის განმავლობაში ჯამურად არის 27 მილიარდი. მე არ მაქვს ილუზია, რომ ეს რესურსი საკმარისი იქნება, საქართველოში ყველა პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ბევრი მათგანი გადაიჭრას. ამ საკითხს სწორედ ამ პრიზმიდან ვუყურებ. ჩვენ გჭირდება სწრაფი და ოპერატიული გადაწყვეტილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ რესურსით რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივაღწიოთ შედეგს.

პრემიემრინსიტრი ეკონომიკის ყოფილ მინიტრზე გიორგი ქობულიაზე ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "რეაქცია"

კომენტარები