26 მაისი

შავგულიძე: დამოუკიდებლობა არ არის მუდმივი მოცემულობა, მას სჭირდება მოვლა და დაცვა

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. ზეიმთან ერთად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლობა ეს არ არის მუდმივი მოცემულობა და დამოუკიდებლობას სჭირდება მოვლა და დაცვა. ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება რუსეთის ფედერაციისაგან, რომელმაც სწორედ 28 წლის წინ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია. ერთადერთი გზა ამ საშიშროებისგან თავის დაცვისა, რადგან რუსეთი ცდილობს მთლიანადაც დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას, არის საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. შესაბამისად საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისათვის.

მთაწმინდაზე ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

კომენტარები