26 მაისი

იზორია: ქართველმა სიტყვა თავისუფლებაში ინდივიდის და უფლის ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ქართველი ერის თავისუფლების სიმბოლოა. ქართული სიტყვა თავისუფალი უნიკალურია მსოფლიოში. ქართველმა ამ სიტყვაში საკუთარი იდენტობის ორი საწყისი: თავის ანუ ინდივიდის და უფლის ღვთაებრივი საწყისი გააერთიანა. ეს ქრისტიანული იდენტობაა, რომელშიც ადამიანი, ინდივიდი, ღმერთმა თავის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და მისი ღირსება ხელშეუხებელ, ღვთაებრივ განზომილებაში აიყვანა. ქართველისთვის თავისუფლების დაცვა ისტორიულად ღირსების დაცვას ნიშნავს. მძიმე ქარტეხილების მიუხედავად ამ რწმენამ დღემდე მოგვიყვანა. თავისუფლებას ყოველ ისტორიულ ეპოქაში დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თანამედროვე სამყაროში საერთო კულტურულ ღირებულებათა საფუძველზე გაერთიანებულმა ერებმა მშვიდობიანი და თავისუფალი განვითარება მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებითა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნით შეძლეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს და მოსახლეობას მიმართა.

კომენტარები