მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: დავით გარეჯში პროცესი დასრულდება მოძმე ერებს შორის სულისკვეთების ფარგლებში

დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან - ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ყველასთვის. ამავე დროს კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას. მოგეხსენებათ, რომ ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკამ ბახტაძემ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული მიმართვის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა.

კომენტარები