მინდიაშვილი: რა ვიცით ჩვენი საბჭოური ისტორიის შესახებ? - სინამდვილეში, თითქმის არაფერი

რა ვიცით ჩვენი საბჭოური ისტორიის შესახებ? - სინამდვილეში, თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, როგორ ერთი ხელის მოსმით მოსპო კომუნიზმმა ქართველი პოლიტიკოსები, პარტიები, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმათზე, ვინც კომუნისტურ ტოტალიტარიზმს და მონობას ებრძოდა? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, როგორ გათელა საბჭოეთმა უკლებლივ ყველა ვინც აზროვნებდა? როგორ გაანადგურა ქართული მეცნიერება, მეცნიერები, ქართული ლიტერატურა, მხატვრობა, კინოსა და თეატრის განვითარება, მუსიკა? რა ვიცით იმის შესახებ, როგორ გაგვქურდეს, გაგვაპარტახეს, გაგვაპროლეტარიატეს, კოლმეურნეობად გვაქციეს? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივი ტერორისტები, მკვლელები, ბანდიტები, გარეწრები, მონები, ძმებისა და მამების დამბეზღებლები მართავდნენ და ანადგურებდენ საქართველოში ადამიანს 70 წლის განმავლობაში? თითქმის არაფერი. რა ვიცით იმაზე, რომ ჯერ გაგვინადგურეს რელიგია და შემდეგ შექმნეს თავისი გებეშნიკური ეკლესიები? რა ვიცით იმაზე, ვინ ემსახურებოდა კაგებეს, ვინ უთვალთვალებდა, აბეზღებდა, ცხოვრებას უწამლავდა ადამიანებს? თითქმის არაფერი. გვინდა რომ გავიგოთ და გავიაზროთ ჩვენი ნამდვილი ისტორია? გვინდა ჩავიხედოთ სარკეში? მგონია, რომ უფრო არა, არ გვინდა. როგორც გვეუბნებიან, "ჯერ მზად არ არის საზოგადოება ამისთვის". ამიტომ, აი, ამ არცოდნის გამო, საკუთარი თავისგან ამ მრავალწლიანი გაქცევისა და დაშორების გამო, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით იმის შესახებაც, როგორ დავიცვათ სიმართლე, ღირსება, თავისუფლება, ადამიანი. აი, ამ არცოდნის გამო, ხშირად ასე გამაოგნებელად გვერევა მტერი და მოყვარე, გმირი და მოღალატე, ღმერთი და ეშმაკი. გილოცავთ დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დღეს.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook-ზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები