მაღაროელების გაფიცვა

სერგეენკო მაღაროელებზე: უნდა შეიქმნას საქმიან რეჟიმში მოლაპარაკების საშუალება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა თავიდანვე. ჯანდაცვის სამინისტრო თავიდანვე ჩართული იყო ამაში, მე ჩასული ვიყავი წინა შაბათს შევხვდი მათ, ვესაუბრე. ყველა საკითხი გარდა ხელფასის მატებისა, არის ჩვენი უშუალო ვალდებულება, ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ საკითხებში მოვგვარდეთ, რაც შეეხება ხელფასების მატებას, რაღაცნაირად უნდა შეიქმნას იმის საშუალება, რომ საქმიან რეჟიმში მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მაღაროების მენეჯმენტთან და შეძლონ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების შესახებ, რომლებიც უკვე მე-11 დღეა შიმშლობენ.

კომენტარები