ქუცნაშვილი: მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ მესამედ გავიმარჯვოთ 2020-ში

იდეალი გამოწვევისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მარადიული და იდეალებისთვის ბრძოლა და მსახურება არის მარადიული პროცესი. ამიტომ ვინც მიიჩნევს, რომ ერთი არჩევნებით ან თუნდაც ორი არჩევნებით იდეალები მიღწეული იქნება და ისინი გაქარწყლდება და მისთვის ბრძოლა და შრომა საჭირო აღარ იქნება, ეს სულ მცირე დილეტანტიზმი იქნება. ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს. ასე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ აჩვენოს გამარჯვება და გააგრძელოს იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რაც როგორც თავში გითხარით მარადიულია.

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის ეკა ბესელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებას ეხმაურება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები