არჩევნები 2019

ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა მკვლელების კორპორაციას

სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას, ჩემთვის ნაცმოძრაობა და მათი ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური კლუბი ასოცირდება მკვლელების კორპორაციასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, რატომ? ევროპული საქართველო ჩემთვის არის იგივე ნაცმოძრაობის დანაყოფი, ეს ჩემი აზრით, იყო ტექნიკური გაყოფა, ფრონტი გაშალეს, თქვეს, რომ ჩვენ სისხლიან საქმეებში არ ვმონაწილეობდითო... თუმცა, მე მათ შევახსენებ, რომ ძალიან ბევრი ბრალდება არის თუნდაც ევროპული საქართველოს ლიდერების მიმართ - ბოკერიას, ბაქრაძის, გიგი უგულავას მიმართ

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმედის კვირაში. ცნობისთვის, შალვა შავგულიძე მთაწმინდის ოლქში ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ევროპული საქართველოს ლიდერები კი, ნაციონალურ მოძრაობას 2017 წლის დასაწყისში გამოეყვნენ და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია დააფუძნეს.

კომენტარები