იურიდიული კომიტეტის სხდომა

ოხანაშვილი ბოკერიას: არც ცოდნა გაქვთ, ვერც ერკვევით საკითხებში და დაგვაცადეთ რა

ბატონო გიგა, ძალიან გიჭირთ და ვერ ატყობთ? მაგრად გაგიჭირდათ და ვერ ხვდებით? კომიტეტში გყვათ სამი წარმომადგენელი და ვერ ანდეთ იმათ პოზიციის წარმოდგენა და გამოგვეცხადეთ აქ, თითქოს თქვენ ხართ სამართლის ექსპერტი. არც ცოდნა გაქვთ, ვერც ერკვევით საკითხებში და დაგვაცადეთ რა, მოითმინეთ დაგვასრულებინეთ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიმართავს გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე. შალვა შავგულიძისა და ოთარ კახიძის მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უსტიციის უმაღლესი საბჭოდან 3 წევრის გაწვევას ითვალისწინებს, კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები