დავით გარეჯის მონასტერი

ბოკერია გარეჯზე: მთავრობისთვის ზიანის მიყენების მიზნით ქვეყანას ზიანი არ უნდა მივაყენოთ

ყველასთვის ცნობილია ჩემი პერსონალური და ჩემი გუნდის, ევროპული საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკული პოზიცია "ქართული ოცნების", ივანიშვილის გუნდის, თქვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტის, თქვენი უნარის, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები აწარმოოთ ან უმაღლეს დონეზე მეგობარ ქვეყნებთან აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები. უფრო სწორად, უუნარობის. ძალიან კრიტიკული ვარ, რბილად რომ ვთქვა, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ჩვენ ხელს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიულ ოპოზიციას, რომ ძალიან მკაფიო პოზიცია გვქონდეს იმათთან დაკავშირებით, ვინც დღეს ცდილობს, გაამწვავოს ვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმათ მიმართ, ვინც დღეს ცდილობს შუღლი გააღვივოს ჩვენი ქვეყნის შიგნით, იმათ მიმართ, ვინც პატრიოტიზმის საფარქვეშ რეალურად ქვეყანას მტრობს. აქ არის ხალხი, ვინც ამას გამიზნულად აკეთებს. აქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ცდებიან და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო მათ. მთავრობის მიმართ საფუძვლიანი უნდობლობა, კრიტიკულობა მთავრობის მიმართ, საკუთარი ქვეყნის სიყვარულმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას. მთავრობისთვის ზიანის მიყენება და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება ორი სხვადასხვა რამაა. მხოლოდ იმიტომ, რომ შენთვის თუნდაც სამართლიანად ვერ ასატან მთავრობას, ივანიშვილის გუნდს ზიანი მიაყენო, ამიტომ ქვეყანას არ შეიძლება, რომ ზიანი მიაყენო. ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და ამავდროულად, აზერბაიჯანს აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას დავით გარეჯის მონასტერთან შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა.

კომენტარები