დავით გარეჯი

კანდელაკი: ვინც აზერბაიჯანის ოკუპანტად წარმოჩენას ცდილობს, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე

საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციასა და დავით გარეჯში შემქნილ სიტუაციას შორის ყოველგვარი ანალოგიის გავლებაც კი ცხადია არის ის, რაც უნდა და სურს რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტ სახელმწიფოს. ყველა, ვინც ცდილობს ფოკუსის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციიდან დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციაზე, ყველა ვინც ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს აზერბაიჯანიც ოკუპანტია, ყველა ეს ადამიანი მტრობს საქართველოს და წყალს ასხამს ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე.

ცხადია დღეს იქ შეკრებილ ადამიანებს შორის გულწრფელი ადამიანებიც არიან, მაგრამ მე საუბარი მაქვს ცხადია ორგანიზატორებზე. აზერბაიჯანის ბრალი არ არის, რომ იგი თავის დროზე, საქართველოს მსგავსად ძალით იქნა შეთრეული საბჭოთა კავშირში, აგრესიული ომის შედეგად. რომ აერიდებინა ტავი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისთვის დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი და დემოკრატიული აზერბაიჯანი რამენაირად მოგვარდებოდნენ, დაალაგებდნენ სიტუაციას და ეს პრობლემა დღეს საერთოდ არ იარსებებდა. ეს საზღვარი თავის დროზე ის გაავლო საბჭოთა კავშირმა, სწორედ ასე გაავლო, რომ შეთანხმება არასდროს არ მომხდარიყო, სტალინმა გაავლო, რომლის 6 ახალი ძეგლი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დაიდგა საქართველოში და რომელიც ბევრს საამაყო პიროვნებად მიაჩნია ქართულ ოცნებაში.

დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი ძეგლების დიდი ნაწილი არის დიახ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ არც ვედავებით აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა 1991 წლის საზღვრებში. ჩვენ გვინდა რომ მოხდეს ტერიტორიების გაცვლა, მაგრამ სანამ ეს დიპლომატიური გარღვევა შესაძლებელი გახდება, აუცილებელია, რომ იქ დეფაქტო სიტუაცია არ აირიოს და გადაადგილების თავისუფლება არ შეიზღუდოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დიალოგი უმაღლეს დონეზე, დიალოგი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ ან ვერ აწარმოებს. ამავე დროს არ შეიძლება არ დავინახოთ ამ ახალ კრიზისში პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ჩავიდა იქ და დაიწყო სადღეგრძელოებით საუბარი. ის კი არ არის პრობლემა, რომ შეიძლება პრეზიდენტმა თქვა, რომ დელიმიტაციაზე მუშაობა მნიშვნელოვანი, კი მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა არის სადღეგრძელოების საუბარი. საგარეო პოლიტიკა სადღეგრძელოებით არ კეთდება და ასეთმა დაუფიქრებელმა სადღეგრძელოებმა შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, როგორც დრეს პრაქტიკულად მოხდა კიდეც. მე მინდა ყველას მოვუწოდო თავშეკავებით მოეკიდოს ამ საკითხს და ყველამ გააცნობიეროს თავისი პასუხიმგებლობა და ნებსით თუ უნებლიეთ არ დაასხას წყალი ოკუპანტის ინტერესებზე.

ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის გამოსვლა პარლამენტში დავით გარეჯში განვიტარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები