გიგი უგულავა

უგულავა: ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირად დარჩა, უბრალოდ ახლა ძალაუფლება მისცეს

ეს რეჟიმი არის დანაშაულებრივი, არაკაცური, არაადამიანური და ვიგინდარებით დაკომპლექტებული. რუსეთში ნაშოვნი ფულით გამდიდრებული გაქსუებული ოლიგარქი, რომელიც ყიდულობს ასეთ ვიგინდარებს და ეს რეჟიმი გვაქვს დღეს. სასამართლო, რომელსაც საბოლოოდ ასამარებენ, თავისუფლება, რომელსაც საბოლოოდ ასამარებენ, საერთაშორისო პოზიციები, რომლებიც ბოლომდე დავკარგეთ, საქართველო რუკიდან გაქრა და ესენი ლაპარაკობენ საერთოდ რამეზე? მკვლელო, აბა ვინ მოკლა ია კერზაია, რომ გამოდის გახარია და რაზე ლაპარაკობს. მართლა ყველაფერს ხო აქვს საზღვარი?! სანამ ასეთი ნაგვები იარსებებენ პარლამენტში, რომლებიც გაბედავენ და გარდაცვლილი ადამიანებს დაყოფენ შენებად და სხვისიანებად, ესენი არიანა ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანის ფოტოთი ჩაუარეს სარალიძეს და მაჩალიკაშვილს და გვერდზეც კი არ შეხედეს. ამის შემდეგ გინდათ მითხრათ, რომ ამათ რომელიმე დაღუპულის ოჯახი ადარდებთ?! რამე ადარდებთ საერთოდ?

სახრე უნდა ურტყა ზარდიაშვილებს. ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირად დარჩა, უბრალოდ ახლა ძალაუფლება მისცეს და მაშინ მარტო ყავას ადუღებდა, აი ეს არის განსხვავება. მურუსიძე მაშინ იყო შნირი და ახლა არის მთელი ბატონ-პატრონი.

ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება, მურუსიძე ჩემი შვილის, თქვენი შვილის და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს ეგ ვიგინდარა. ეგ არის პრობლემა. ვინც წარსულს ქექავს, ის წარსულში დარჩება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალი როგორ არ იყოს ამ უნამუსო მონსტრების ხელში.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პალიტრანიუსის ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი."

კომენტარები