გიგი უგულავა

უგულავა: ივანიშვილს მიჰყავს რევოლუციისკენ და არეულობისკენ ქვეყანა

სახრე უნდა ურტყა ზარდიაშვილებს. ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირად დარჩა, უბრალოდ ახლა ძალაუფლება მისცეს და მაშინ მარტო ყავას ადუღებდა, აი ეს არის განსხვავება. მურუსიძე მაშინ იყო შნირი და ახლა არის მთელი ბატონ-პატრონი.

ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება, მურუსიძე ჩემი შვილის, თქვენი შვილის და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს ეგ ვიგინდარა. ეგ არის პრობლემა. ვინც წარსულს ქექავს, ის წარსულში დარჩება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალი როგორ არ იყოს ამ უნამუსო მონსტრების ხელში.

ეგეთი მედროვეები, ავის მქნელები, ყველაფრის გამპრავებლები, რომ მივიწებეთ, ეს იყო ჩვენი შეცდომა და იმიტომაც მწარედ ვიწვნიეთ. მე ერთი წამით არ ვნანობ ჩვენს მარცხს თავის დროზე. პირიქით, ეს იყო ხალხი სწორი გადაწყვეტილება. ისევე როგორც სწორი, სამართლიანი და უმკაცრესი იქნება ასეთი ნაძირლების მიმართ გადაწყვეტილება. იმიტომ რომ, ერთხელ ჩაიდენ გაპატიებენ, მეორედაც, მესამეჯერ ყველაფერი ერთად ამოგედინება. ყველაფერი ერთად მოგეკითხება. მურუსიძეს, ივანიშვილს ყველაფერი ერთად მოეკითხებათ. მე ერთადერთი მინდა, რომ ჩემი ქვეყანა არ ჩავიდეს იმ ქაოსში და ჭაობში რისკენაც ასეთ ტაქტიკას მივყავართ.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შავგულიძემ მოიგოს და უნდა მოიგოს არჩევნებით. ხალხს ცოტახანში საერთოდ არჩევნებისკენ გახედვა არ მოუნდება. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის გაგდების სურვილი არ ექნებათ, ეს სურვილი არ განელდება, უბრალოდ თუ აღარ ექნებათ არჩევნების რწმენა, აიღებენ და სხვა მეთოდებს მიმართავს. ყველაფერს აირებს ხელში იმისათვის, რომ გააგდოს და მოიშოროს. ივანიშვილს მიჰყავს რევოლუციისკენ და არეულობისკენ ქვეყანა. ამიტომ არის მავნებელი და ჩამოსაშორებელი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა პალიტრანიუსის ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი".

კომენტარები