სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი

კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი, ამიტომ, შეიძლება, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და შეიძლება, ამიტომ არის და მიდის მანიპულირება ზოგი საკითხების. ამ დღეებში გვესმის ეს აჟიოტაჟი ამ საკითხების ირგვლივ. ასეთ ახლობელ სახელმწიფოებს შორის წყდება მოლაპარაკებებით და ეს არის განვითარებული, მშვიდობიანი და დღევანდელი, 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის. ვისაც უნდა, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, იმ წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით და ეს პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც პრინციპში, ავნებს ორივე ქვეყანას, რადგან ავნებს კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, ის არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის და ამიტომ შევძლებთ იმ ერთობლივ მუშაობას მიზნისთვის, რომელიც აუცილებელია. რაც ვთქვი აზერბაიჯანში, აქაც გავიმეორებ, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების საკითხი. ვიცით, თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ და დარწმუნებულები ვართ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღებაზე.

კომენტარები