ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: საქართველოში მცირეა პოლიტიკური განათლების მქონე პოლიტიკოსების რაოდენობა

საქართველოში სახიფათოდ მცირეა განათლებული ადამიანების რაოდენობა, კიდევ უფრო მცირე, გაცილებით უფრო მცირეა იმათი რაოდენობა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ცოდნა, და კიდევ უფრო მცირეა, აი, სულ მცირეა პოლიტკური განათლების მქონე პოლიტიკოსების რაოდენობა, ანუ ისეთებისა, რომლებმაც იციან გლობალური, რეგიონული, ადგილობრივი პოლიტიკა, ერკვევიან კანომდებლობაში, იციან, როგორ მუშაობს ლიბერალური დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, პარტიული პლურალიზმი, სახელმწიფო ინსტიტუტები, ზუსტი წარმოდგენა აქვთ იდეოლოგიებზე, ადამიანის უფლებებზე, უმრავლესობისა და უმცირების ურთიერთმიმართების საკითხებზე, აქვთ პროცესის გააზრების, დაგეგმვის, პროგნოზირებისა და რეაგირების შესაძლებლობათა ინტელექტუალური ცოდნა და შესაბამისი პოლიტიკური გამოცდილებაც, იციან, სად გადის წითელი ხაზები, რას ნიშნავს ოპონენტის კრიტიკა და რას, - შეურაცხყოფა. ამათგან, აი, ასეთი პოლიტიკურად განათლებული და კომპეტენტური პოლიტიკოსებიდან, მინიმუმ, 90 პროცენტი კონცენტრირებულია ევროპულ საქართველოში.

წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook-ზე.

კომენტარები