სააკაშვილი უკრაინაში

გაჩეჩილაძე: ზელენსკიმ შეიძლება არ იცოდეს, რომ სააკაშვილს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი

სააკაშვილზე არის აღძრული საქმე სახელმწიფო ღალატის გამო რუსეთის ანუ იანუკოვიჩთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ზელენსკი შეიძლება საქმის კურსში არ არის, ახალი დანიშნულია. მთავარი არის ის, რომ სააკაშვილს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში და ის საქმე, რომელიც მასთან დაკავშირებით არის აღძრული უკრაინაში, ის აუცილებლად გაგრძელდება

დეპუტატი გია გაჩეჩილაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ეხმაურება.

კომენტარები