სააკაშვილის მოქალაქეობა

ძიძიგური სააკაშვილზე: როცა უნდა უკრაინელია, როცა უნდა ქართველია და როცა უნდა მაპუტოელია

ეს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, მე უბრალოდ მინდა დავაფიქსირო, რომ ბატონი სააკაშვილი არის მისჯილი საქართველოს სასამართლოს მხრიდან კონკრეტული დანაშაულებების გამო და აქვს საკმაოდ სოლიდური წლები მისჯილი. ეს არის ერთი და მე დეჟავიუ მაქვს, ველოდები ახლა რომ თანამდებობაზე დაინიშნოს, შემდეგ კიდევ საზღვრის გადაკვეთა მოხდეს ისევ ისე, სახურავზე ავიდეს და ა.შ. როცა უნდა არის უკრაინელი, როცა უნდა არის ქართველი და როცა უნდა არის მაპუტოელი და ვერ გავიგე ვინ არის

დეპუტატი ზვიად ძიძიგური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ასე ეხმაურება.

კომენტარები