სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო

ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო. აქაც სახლის განცდა მაქვს მე, როგორც ბევრ ქართველს, ვინც აქ ყოფილა ხო ყველას აქვს სახლის განცდა, ხომ არ არის ეს უცხო ქვეყანა, მოდი გულზე ხელი დავიდოთ. შეგნებული ცხოვრების 12 წელი მაქვს უკრაინაში გატრებული - ეს ძალიან ბევრია.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა.

კომენტარები