სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი: მე აქ არ ვარ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის, არ ვეძებ არანაირ თანამდებობას

მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას. მე მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პოლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი უკრაინაში ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო უკრაინის ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომ აქ მოხდეს უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოვიდეს ბევრი ახალი ადამიანი. მე არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია დანიშვნასთან დაკავშირებით.

თქვა უკრაინაში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა.

კომენტარები