დაპირისპირება პარლამენტში

მარშანია: ამ დეპუტატებს იმის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად

გაინტერესებთ, ვინ ვის დაარტყა პარლამენტში? ესეც არ შეუძლიათ ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ. ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ. საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო... ამის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტში დეპუტატებს ლევან გოგიჩაიშვილსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის მომხდარი კამათის შესახებ ჟურნალისტების კითხვას პასუხობს.

კომენტარები