საქართველოს პარლამენტი

ქანთარია სააკაშვილზე: ჩამოვიდეს ეს "კროლიკი" და არ მოვაკლებ მატროსოვზე სტაფილოს და კომბოსტოს

მინდა ვისარგებლო ამ თემით და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ეხლანდელი კომენტარი წავიკითხე სწორედ. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, რაღაც სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს... ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, იმიტომ, რომ რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს "კროლიკი" - პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, რომ ამბობს, ჩამოვალ, ჩამოვალო, ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ არ მოვაკლებ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამე უნდა იცოდეს - ჩამოვა, ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ჩაჯდება და ყველა გზა მიდის მატროსოვისაკენ

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები