პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი: სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა

სახელმწიფო ენის დაცვა ჩემი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი სიამაყეა. ენა სახელმწიფოს მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ენა საზოგადოების გამაერთიანებელია. ენის მეორე მთავარი მახასიათებელია ის, რომ ენა ერის კულტურის მატარებელია. ენის გარეშე კულტურა არ არსებობს. ენების წინაშე დღეს მთავარ გამოწვევას გლობალიზაცია და ტექნოლოგიები ქმნიან. ქართული ენა საზღვარგარეთ სახელმწიფოს დროშაა. ქართული დამწერლობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ენის ცნობადობა იზრდება. ჩვენი მიზანია ქართული კულტურითა და ლიტერატურით, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროპული კულტურული სივრცის ნაწილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა, 31 მაისს კონფერენცია "სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში" გახსნა

კომენტარები