საქართველოს პარლამენტი

კოპალიანი ოპოზიციას: არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, ის მოგწონდათ, ნაბახუსევზე ტრუპს რომ ითხოვდა

თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერი, იმიტომ რომ თქვენ მოგწონდათ პრემიერი, რომელიც ყოველ ნაბახუსევზე ტრუპებს ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება რა თქმა უნდა და არ არის ეს გასაკვირი. ძალადობაზე ნუ ლაპარაკობთ, ძველი დაგავიწყდათ?! გუშინდელი გაიხსენეთ, დაიჭირეს კიევში თქვენი ზონდერი, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს გაგრძელდება კიდევ.

უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი ოპოზიციას პრემიერისთვის მწვავე კითხვების დასმის გამო აკრიტიკებს.

კომენტარები