საქართველოს პარლამენტი

ზოიძე ოპოზიციას: პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ მართლა

ჩვენს ოპონენტებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, საშვილიშვილო რეფორმაა, ხშირად მოგვისმენია ეს სიტყვები, რომ საშვილიშვილო რეფორმაც ვატარებთ, ეს მართლაც საშვილიშვილო რეფორმაა, იმიტომ რომ ეხება ჩვენს შვილებს შვილიშვილებს, მათ ღირსეულ სიბერეს და იმას, რომ მათ არ მოუხდეთ არსებობისათვის ბრძოლა, როგორც სამწუხაროდ დღევანდელ პენსიონერებს უხდებათ. დღევანდელი პენსია, ხომ კარგად ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ დიდ როლს ასრულებს სოფლად მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირებაში, მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ელემენტარული ყოველდღიური საჭიროებები დააკმაყოფილოს. რეალურად 500-600 ლარი მაინც უნდა იყოს იმისათვის, რომ რეალურად ეს როლი შეასრულოს, რომ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური ცხოვრების ხარისხი სიბერეში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნამდვილად ასეც იქნებოდა დღეს, რომ 20 წლის სოციალური დაზღვევის სისტემის რეფორმის დროს წყვეტა არ მომხდარიყო, გაგრძელებულიყო და გამყარებულიყო ამ წლების განმავლობაში. თქვენ სამართლიანად ამაყობთ ლეგალიზაციით ჩრდილოვანი ეკონომიკის, თქვენ ამაყობთ გადასახადების ადმინისტრირებით და კი ბატონო, მერე რომ არ გადაყოლოდით ძალაუფლების შენარჩუნების ბრძოლისათვის ძალადობას, მართლაც კაი რაღაცები გაკეთდა და ეს იყო, რომ დასაქმება ლეგალური გახდა, საშუალო ხელფასი იზრდებოდა, ეს რეფორმა საშუალო ხელფასზე იყო სწორედ დამოკიდებული. არანაირი კავშირი შევარდნაძის დროინდელ პენსიებთან ამას საერთო არ ჰქონდა. ძაან კარგად იცით, მაგრამ დემაგოგიაა ეს ყველაფერი და მანიპულირება. ასე რომ თქვენს დანაშაულში არის ეს დღევანდელი პენსიონერების წინაშე, რომ ეს მაშინ არ გააკეთეთ. ეს არის შედეგი და მორჩით პოლიტიკურ დემაგოგიას ამ თემაზე.

ზოგადად ამ რეფორმას რომ ალტერნატივა არ აქვს ჩვენ კარგად ვიცით, მილიონჯერ გაქვთ მოსმენილი პასუხები იმ კითხვებზე, რაც პრემიერს დაუსვით, მაგრამ პოპულისტობთ აქ იაფფასიანად და სისულელეებს ლაპარაკობთ მართლა და ადამიანებს უნერგავთ იმ გრძნობას, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. 20 წლის მერე დააფასებს არ რეფორმას ისტორია.

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ოპოზიციას პრემიერისთვის დასმული კითხვების გამო აკრიტიკებს.

კომენტარები