ლარის კურსი

მაჭავარიანი: ლარის კურსით მთავრობის ეფექტურობის გაზომვა, როგორც მინიმუმ, უმეცრებაა

ლარის კურსით მთავრობის ეფექტურობის გაზომვა, როგორც მინიმუმ, უმეცრებაა და ნამდვილად არ ასახავს მთავრობის ეფექტურობას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი გაცვლითი კურსი, ის არის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადი, რასაკვირველია, ვერ დარჩება ნეიტრალური რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ, ამიტომ პერიოდულად მოკლევადიანი რყევები ახასიათებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი TV პირველის ეთერში, ლარის კურსის შესახებ. ცნობისთვის, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით სამი თვეა, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება - 1 დოლარი 2.80 ლარზე ძვირი ღირს.

კომენტარები