უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კალაძე მოსამართლეთა მსურველების სიაში თადუმაძის მოხვედრაზე: თუ სურვილი აქვს, რატომაც არა?

მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდიოდა იმაზე რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა შესაძლებლობა წარედგინა თავიანთი კანდიდატურა. რა თქმა უნდა უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება სწავლა-განათლება და ა.შ. რა თქმა უნდა მივესალმები ამას. თუ შალვა თადუმაძეს აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა?!

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ თქვა, ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ის, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორია და უზენაესი მოსამართლეობა სურს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 პირიანი სია 1 ივნისს გამოქვეყნდა. მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე და სხვა მოქმედი თუ ყოფილი მოსამართლეები.

კომენტარები