გახარია: სააპლაციოს განაჩენი გვაძლევს საშუალებას ახლიდან წავიკითხოთ ხორავას ქუჩის საქმე

ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება, გამოძიებაში წლობით იყოს. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული. ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და რა თქმა უნდა, ვიქმედებთ ძალიან სწრაფად, ვინაიდან ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი რაც შეიძლება მალე უნდა დააყენოს

განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შესახებ. 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანი გ.ჯ დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, დაუდგენელ პირთან ერთად. დღევანდელი გადაწყვეტილებით გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა. 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა აროშიძემ ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშვედ, დავით სარალიძის საქმეზე კი გამოაცხადა, რომ გ.ჯ დამნაშავე იყო არა მკვლელობის, არამედ მკვლელობის მცდელობისთვის.

კომენტარები