კალანდიას დაკავება

მათიკაშვილი: ოპოზიცია ცდილობდა ტრაგედია პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა

აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმ ქმედებებს, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან იყო მუდმივად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თუ როგორ მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ეს ტრაგედია, შემზარავი ფაქტი, გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაღაც გარკვეული რევოლუციური სცენარებიც კი იწერებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ხელისუფლების განწყობას და მოქმედებებს ამ კუთხით, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისკენ არის მიმართული და ოპოზიციის ნაბიჯებს, რომელიც მუდამ ცდილობდა ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა.

უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი მიხეილ კალანდიას დაკავებისა და ხორავას ქუჩის საქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კალანდიას დაკავებას ევროპული საქართველოს მიერ შექმნილი საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია ჯერ კიდევ 5 სექტემბერს მოითხოვდა.

კომენტარები