არჩევნები 2019

კახაძე: იძულებით ვმონაწილეობ ენმ-ის გათეთრებაში - ამ დებატებით მათ ვცნობ, როგორც ძალას

დიდ მადლობას ვწირავ ჩემს მსმენელს და მაყურებელს ამ წუთას და დიდ ბოდიშსაც მოვუხდი, რომ არა მათი პატივისცემა, მე დღეს დებატებში მონაწილეობას არ მივიღებდი, იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის გათეთრებაში ვღებულობ ახლა მონაწილეობას, რადგან დებატში ვმონაწილეობ მათთან და ვცნობ, როგორც ძალას. ეს ჩემთვის არის მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი, რომ დებატებს თავისი ფორმა და შინაარსი არ დავუკარგო, მე ნებსით თუ უნებლიეთ და შალვას თავისი ნებით აქვს არჩეული ნაციონალური მოძრაობის გათეთრება, ამიტომ აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი შერკინება არის არა ორი მაჟორიტარის, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების საკმაოდ დიდი და მწვავე საკითხი

მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ლადო კახაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც მასსა და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატს შალვა შავგულიძეს შორის დებატები მიმდინარეობს. მათ შორის მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება.

კომენტარები