არჩევნები 2019

კახაძე: თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე ცუდია და სიტყვა არ გითქვამთ, ეს მურუსიძე ვინ დაავადა

თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე არის ცუდი და არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ, ეს მურუსიძე ვინ დაავადა, ვინ შექმნა მურუსიძე, ვინ შექმნა ეს სისტემა, ვინ დაანგრია ეს სისტემა, ვინ მოსპო სამართალი, ვინ გადააქცია სამართალი ხელის ბიჭად და თქვენ იმ ადამიანების გვერდით დგახართ ზუსტად, აღშფოთებას ვერ ვმალავ, ასეთი მაღალი რანგის კაცი ამბობთ, მე ჩემი ნებით წავედი იმათთანო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთაწმინდის ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის დებატები მიმდინარეობს. შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს კითხა, მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა ცნობილი საქმეების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ემსახურება თუ არა ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას. კახაძემ მის კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.

კომენტარები