ლარის გაუფასურება

კახაძე შავგულიძეს: გაძვირდა დოლარი და კიდევ შეიძლება გაძვირდეს, მაგრამ ხალხი არ აგყვებათ

მან [შალვა შავგულიძემ] თქვა - ლადო კახაძე არ ამბობს, რომ გაძვირდა დოლარიო. ლადო კახაძემ უარესი გითხრათ, რომ გაძვირდება და კიდევ შეიძლება გაძვირდეს მეთქი. პანიკა და აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სჭირდება თქვენსას, აღარ განმეორდება. ხალხი არ გყვებათ, ხომ ხედავთ, არ წამოგყვათ ასეთ თემებზე

მთაწმინდაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებისას. მას ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ჰკითხა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის და ლარის გაუფასურების პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა თუ არა.

კომენტარები