არჩევნები 2019

მელია: ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეიძლება მოგიწიოს მურუსიძისთვის

ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა, როგორც მინიმუმ, არის ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეიძლება მოგიწიოს მურუსიძისთვის. არაფერს არ ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, ვიცნობ მას პირადად, უბრალოდ მე ბატონი შავგულიძის მოწინააღმდეგე საარჩევნო კამპანიისას დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა ქართული ოცნების მხრიდან, დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას ბატონ შავგულიძესთან და მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და აწმყოს დამახინჯებას - თითქოს ბატონი მურუსიძე გახლავთ ფრთიანი ანგელოზი და ბატონი შავგულიძე არის ის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლების დროს, როგორც ადვოკატი იბრძოდა სამართლის დადგენისთვის

ამიტომ, ყველა, დღეს ვინც მოვა და ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს დაუჭერს ბატონ შავგულიძეს. როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევნები, ერთი რამ დაგვანახა შუალედურმა არჩევნებმა - ქართული ოცნება ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. წესით და რიგით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რამდენი რამ იკადრა ქართულმა ოცნებამ, რის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება სხვა ოლქებში და რას ჩადიოდა მაგალითად მთაწმინდაზეც.

როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები - თუ გაიმარჯვებს ბატონი შავგულიძე, ძალიან კარგი, მისასალმებელი იქნება ძალიან პროდუქტიული პარლამენტის წევრი და ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შემოსვლაც საქმეა და თუ ვერ გაიმარჯვებს, ეს იქნება უბრალოდ გედის სიმღერა ქართული ოცნებისთვის

ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელიამ თავისი არჩევანი გააკეთა. მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების კანდიდატს ლადო კახაძესა და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის მიმდინარეობს.

კომენტარები