არჩევნები 2019

კახაძე: ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს შავს და თეთრს, ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე

ძალიან ცოტა რჩება საბოლოო გამარჯვებამდე. ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს შავს და თეთრს. მე მჯერა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეს არჩევნები არის დასტური, მაგალითი, ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის უზენაესობის. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ. დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან.

კომენტარები