ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: კვირიკაშვილს მადლობას ვუხდი, თავისთან სალაპარაკოდ დაგვიძახა, რაც ბახტაძემ ვერ ქნა

ყველას გაუკვირდება, მაგრამ არ შემიძლია, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა რომ არ გადავუხადო, ელემენტარული იმისთვის, რომ ერთი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ სამძიმარი მითხრა, აქციაზე, ბოთლები რომ ესროლეს... და ამასთანავე, იმის გამო ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, რომ ნაბიჯი გადადგა ბატონმა კვირიკაშვილმა და ჩვენ დაგვიძახა თავისთან სალაპარაკოდ, რაც ახალმა პრემიერმინისტრმა ვერ გააკეთა, არ ეყო იმის კაცობა... [კვირიკაშვილს რომ ბოთლები ესროლეს] ცუდია, ძალიან ცუდია

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ის გადაცემაში "კვირის აქცენტები". 2018 წლის 1 ივნისს აქციაზე "ნუ მომკლავ" ყოფილი პრემიერმინისტრი მივიდა, სადაც მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და წყლის ბოთლები ესროლეს.

კომენტარები