კრიმინალები საარჩევნო უბნზებზე

ბოკერია: კრიმინალები გოგოებს ემუქრებოდნენ გაგჭრითო და "ოცნების" ერთი დაგმობა არ მომისმენია

ჩვენ ვიხილეთ არჩევნების დღეს კრიმინალური სამყაროს წევრები, როგორ ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოებს შუაზე გაგჭრითო, უბინძურეს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეს ყველაფერი გადაღებულია, ფიზიკურადაც კი ეხებოდნენ. მოვისმინე ყველა თქვენი ტრიპაჩული თავმომწონე განცხადება, როგორ მოიგეთ, შევეჩვიეთ მოგებასო, ღიმილით თქვა ჩვენმა სანდომიანმა თავმჯდომარემ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ერთი დაგმობა. ზრდილობისთვის მაინც გეთქვათ, ვგმობთ ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად ხართ დამოკიდებული და იმდენად გაქვთ დაკარგული პოლიტიკური ზნეობა. ვინც, თავის დროზე 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ, ის არ დაგმო და ახლა შუაზე გაჭრით რომ ემუქრებინ ადამიანებს მაგასაც არ გმობს, არის პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური არარაობა. ჩამოვთვლი გვარებს ვინც გააკეთა განცხადებები, კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი, ზოიძე.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას გამოსვლა პარლამენტში, საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების მხარდამჭერი კრიმინალების მობილიზების შესახებ.

კომენტარები