ბოკერია ოცნებას: კრიმინალურ სამყაროსთან ვალდებულებების აღებას, კრიმინალის ზრდა მოჰყვება

როცა იმის დამადატურებელი ფაქტები წარმოვადგინეთ, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები მობილიზებულები იყვნენ საარჩევნო უბნებზე, აბსურდული პასუხების მთელი პაკეტი მივიღეთ. თქვენ, პატონო კობახიძე ბრძანეთ, რომ ოპოზიცია იყენებდა პირველ ტურში კრიმინალებს. ბუნებრივია, როგორც გჩვევიათ, ტალახი ისროლეთ ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ისე, უბრალოდ, თითქოს ვერავინ ვერ მიხვდება, რომ ოპოზიცია კრიმინალს ვერაფერს შესთავაზებს, ხელს ვერ დააფარებს და ვერაფერი. 

მერე, თქვენმა ნათელმა სახემ საკრებულოში, ვინმე სოხაძემ გაახმოვანა ის, რაც თქვენი გუნდის გულშია, რომ ძველი ბიჭები და კრიმინალები ეს კაი ამბავიაო გვერდში როცა გვიდგანანო, თქვენ ბავშვობის კომპლექსი გაქვთო, თორე ისე კარგიაო. მერე მიხვდით, რომ ეს ნამეტანი იყო და ბატონმა ვოლსკიმ გენიალური ახსნა შემოგვთავაზა, მანდო კრიმინალურ ავტორიტეტებს კი არ გულისხმობდაო, საზოგადოებრივს გულისხმობდა, პროფესორებს და აკადემიკოსებსო, მაგათი კომპლექსი გვქონდა ხო ჩვენ ბავშვობაში ბატონო ვოლსკი?! 

მერე უკვე გადახვედით ახალ „ჰუმანურ“ გზავნილზე, რა მოხდა კაცი თუ ნასამართლევია, თქვენ გზას რატომ უკეტავთო. ახლა განგიმარტავთ - რა თქმა უნდა, ნასამართლევ ადამიანებს უფლება აქვთ სამოქალაქო პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, ყველაფრის უფლება აქვს, ოღონდ, თუ ირკვევა, რომ ადამიანი ჯერ ნასამართლევი იყო მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის, მერე მკვლელობის მცდელობისთვის, მერე ბრალი ჰქონდა წაყენებული „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, თქვენი მთავრობის დროს, და ყველა ჯერზე გამოძვრა, იმიტომ რომ ვთქვათ, კალაძის და მისი ახლობელი დემეტრაძის მეგობარია, და მერე ყველა არჩევნებზე თქვენ გვერდით გიდგათ და უბანში ყველას აშინებს, სხვდებით ახლა რა ალიანსზე ვსაუბრობ? ერთერთმა თქვენმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე, ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, რომ მერე ამას რა მოჰყვება არ ვიციო და მე გეტყვით რაც მოჰყვება - კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს გვეტყვის აქ, თქვენი შს მინისტრი, რომელიც ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს, კადრებს ეთერში და ეგ ღიმილი შეაშრება მას პოლიტიკურად სახეზე გარწმუნებთ.

გიგა ბოკერიას გამოსვლა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საარჩევნო უბნებზე კრიმინალების მობილიზებისა და მუქარის შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები