თალაკვაძე: თუ გინდათ ბატონი ბოკერიას ძველბიჭურ ტერმინოლოგიას აყვეთ, ყოველთვის წააგებთ

გვაქვს ეუთოს რეკომენდაციები, გთავაზობთ, დასხედით სამუშაო მაგიდასთან და პოლიტიკურ პროცესში, სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ კონკრეტული არგუმენტები, რაც ამ რეკომენდაციების გარშემო არსებობს - რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რა იქნება რაციონალური, რა გააუმჯობესებს კიდევ უფრო მეტად ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობას, ამაზე უკვე სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ და ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამ პოლიტიკური დაბნეულობიდან, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, სხვა, უკეთეს გამოსავალს ვერ შემოგთავაზებთ.

თუ გინდათ, პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკა, თუ გინდათ ბატონი ბოკერიას ძველბიჭურ ტერმინოლოგიას აყვეთ და ამ რიტორიკით გააგრძელოთ არჩევნები, იცოდეთ ყოველთვის წააგებთ, როდესაც ამ ლოზუნგებით ისაუბრებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები