არჩევნები 2019

თალაკვაძე: ხმები, რომელიც მაინც მიიღეთ, ადასტურებს, რომ არჩევნები თავისუფლად ჩატარდა

ამ შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თქვენ, ოპონენტებს მივმართავ, რომლებიც აქ ხმამაღლა საუბრობდნენ, ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა. სხვა, უბრალოდ, არაფერი არ შეიძლება, ამას დაერქვას. იმიტომ, რომ ვინც თქვენ გვერდით დადგება, ის განწირულია წაგებისთვის. და შალვა შავგულიძესავით, ვინც მომავალშიც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვენ გვერდით დადგეს და თქვენთან ერთად არჩევნები მოიგოს, იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა და თქვენთან ერთად მოგებაზე კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა, ყველაზე მცირეს რას მიიღებს შედეგს, ამაზე უნდა იფიქროს. ეს არჩევნები რომ თავისუფლად ჩატარდა, ამას იცით რა ადასტურებს? ხმები, რომლებიც მაინც მიიღეთ, მხოლოდ თავისუფალ არჩევნებში შეიძლება, რომ თქვენნაირმა ტოქსიურმა ძალამ რამე ხმები და მხარდაჭერა მიიღოს და კიდევ ნუ გაქვთ პრეტენზია არჩევნებთან დაკავშირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპულ საქართველოს მიმართა.

კომენტარები