საქართველოს პარლამენტი

მარშანია: არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, უნდა წავიდნენ პოლიტიკური არენიდან

ქართულო ოცნებავ ახია თქვენზე როგორც იტყვიან ხალხურად რა. ესენი თქვენ რომ აქ ლექციებს გიკითხავენ. ფაშისტური რეჟიმის ბობოლა წარმომადგენელი ფაშისტურ რეჟიმზე გელაპარაკებათ თქვენ? ახია თქვენზე. რატომ გყავთ ეს ხალხი პოლიტიკაში, რატომ არიან საერთოდ? პოლიტიკაში კაი ჯანდაბას იყვნენ, პარლამენტში რატომ ზიან ესენი. თქვენი ბრალი არ არის ეს? ეს თქვენი არჩევნები საერთოდ არ მაინტერესებს მე და ამის გარჩევა, კომენტირება, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი არჩევნები, ორი ძალის და თქვენ ერთმანეთს სჭირდებით ზუსტად რომ საარჩევნოდ და ვითომ ახლა არჩევთ არჩევნების ავკარგიანობას, ეს არის ბლეფი. არც ერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკური სცენიდან და არენიდან, დაანებეთ თავი საქართველოს. დაანებეთ თავი, წაბრძანდით სახლში და წყნარად დაჯექით მანდ, ეს მაინც გააკეთეთ

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარსანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები