ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისია

კაპანაძე ოცნებას: კომისიაზე თქვენს ძველ განცხადებებს რომ გიკითხავთ, არ გრცხვენიათ მაინც?

ქართული ოცნების დეპუტაცია პარლამენტში მთლიანად აზრს უკარგავს შინაარსს. ისვრით რაღაცა სიტყვებს და აღარ გაინტერესებთ მათ უკან ფაქტები არის თუ არა. რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე გამოხვალთ, რაღაცას დააბრეხვებთ და მეორე დღეს ფაქტები საწინააღმდეგოს რომ აჩვენებს, ეს უკვე აღარ გაინტერესებთ. შორს რომ არ წავიდე, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით მოგიყვანთ მაგალითს. თქვენ მიერ ნათქვამ სამარცხვინო ციტატებს გაგახსენებთ. თქვენი მინისტრი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტშიო, იმიტომ რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეთო. წინა კვირას კალანდიას ბრალი წაუყენეს და დააკავეს, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მათ შორის ჩვენი კომისიის მუშაობის ფარგლებში იქნა მოძიებული. იგივე გახარია ამბობდა, კალანდიაზე დევნის დაწყების შესაბამისი სტანდარტი არ არსებობსო და თურმე არსებულა სტანდარტი. ოხანაშვილი ამბობდა კომისიის დასკვნა პარტიულიაო და ევროპულმა საქართველომ კალანდიას უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიაო, და აქ გამოდიან მისი კოლეგები და ისეთ რაღაცებს აბრალებენ ხალხს, საერთოდ არანაირი ფაქტიც კი ახლოს რომ არ არის, ოღონდ იმაზე არ აქვს შეფასება. კომისიის ფარგლებში ყველა ფაქტი მოძიებული გვქონდა და მაინც იკადრა და ეს განცხადება გააკეთა. მდინარაძე გამოვიდა და თქვა, თუ კალანდიაზე ეჭვი გაქვთო, ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომელიც ამისკენ მიუთითებს დაგვისახელეთო, ეს ადამიანი დააკავეს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული. კომისიის დასკვნის განხილვის დღეს, ყველა დეპუტატი უკლებლივ ამბობდა რომ მტკიცებულებები არ არსებობსო, აღარაფერს ვამბობ სამარცხვინო პროკურორებზე, ფხაკაძე, რომელიც ამბობს, რომ კალანდია სარალიძეს ხელს ურტყამდა და ამ ხელის დარტყმის ამოცანა იყო მისი გაშველება თურმე და რომელიც ამტკიცებდა კალანდია შემთხვევის ადგილიდან 9 მეტრში იყოო, მაშინ როცა დანას ურტყამდნენო და თქვენ მერე ამას აქ იცავდით. დაუკარგეთ აზრი სიტყვებს. ერთ დღეს შეგიძლიათ თქვათ ნებსიმიერი რაღაცა, ისროლოთ წამოროშოთ და მერე ივიწყებთ ამას, თევზის მეხსიერება გაქვთ და ამ დროს მერე ფაქტები აჩვენებს საწინააღმდეგოს. ახლა ამას იმიტომ კი არ გახსენებთ, რომ ან თქვენი ბოდიში მინდა ან აღიაროთ შეცდომა, სულ არ მაინტერესებს ეგ ნაწილი, ამას იმიტომ გახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. კომისიას ზიანი ხომ მიაყენეთ, მაგრამ ასეთი განცხადებებით პირდაპირ ახალისებთ ძალადობას, ახლა ელემენტარულად არ გრცხვენიათ მაინც, ახლა ეს რაც წავიკითხე რომ მოისმინეთ? 4 თვის წინ თურმე არანაირი მტკიცებულება არ არსებულა, დაეწყვეთ აქ ყველანი და წაიკითხეთ ლექცია და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველაფერი არსებულა და მთავარი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გამოსცა იქნა შესრულებული, ელემენტარული სირცხვილის გრძნობა მაინც არ გაწუხებთ?

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე და მასზე ოცნების დეპუტატებბის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე.

კომენტარები