ირაკლი კობახიძე

კობახიძე: სააკაშვილის განცხადებები ჩვენ გვეხმარება, მაგრამ ეს დახმარება არ გვინდა

სააკაშვილი რომ გამოდის ტელევიზიაში ადამიანი მოდის მერე და ბუნებრივად აძლევს მის ოპონენტს ხმას. იგივე, მისი სხვა პარტიული ამხანაგების განცხადებები და გამოსვლები რომ ვნახოთ, ძალიან მარტივია აქ საქმე. მათი გამოსვლები, იგივე რომ ავიღოთ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა. პარტიული აქტივია ამ შემთხვევაშიც მათი ხელმძღვანელობა, მათი გამოსვლები რომ ვნახოთ ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ ისინი ჩვენ გვეხმარებიან ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ეს დახმარება არ გვინდა ჩვენ.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის გადაცემა "რეაქციის" ეთერში შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

კომენტარები