გიგი უგულავა

უგულავა: ივანიშვილი არის Night King, ქართული ოცნება თავისი უმრავლესობით არიან ზომბები

ყველაზე პოპულარული სერიალის Game of thrones-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით 2020-ში, არის Night King, არის წყვდიადის მეფე. ქართული ოცნება თავისი უმრავლესობით არიან ზომბები, White Walker-ები. ან იქნები ზომბების მხარეს ან ადამიანების მხარეს. ადამიანი ძალიან მრავალფეროვანია, ამ დარბაზში ჩვენ ოთხივეს იმდენი გვაქვს ნაჩხუბარი, ვერავინ მოთვლის (ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია). მაგრამ თუ იქიდან White Walker-ები და წყვდიადის მეფეა, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო. მერე ვინ მემარჯვენეა, ვინ მემარცხენა, ვინ პოპულისტია, ვინ ლიბერალია, კი ბატონო, ვიდაოთ ამაზე. მაგრამ დღეს ყველაზე ცუდი ადამიანიც უკეთესია ვიდრე ზომბი პაპუაშვილი, ზომბი რობზონა და ა.შ. ასე უნდა დადგეს საკითხი და ჩვენ სწორედ უნდა განვალაგოთ ჯარი 2020-ისთვის, თუ გვინდა რომ მოვიგოთ. ჯარი დიდია, მომხრეები იმაზე დიდია ვიდრე გამარჯვებისთვის არის საკმარისი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავი2-ის ეთერში.

კომენტარები